თელავში იანუგურაციის გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ, 15:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 200 სამხედრო მიიღებს.

საორგანიზაციო ჯუფის წევრები ბასა და თამარ ფოცხიშვილები მეორე დღეა თელავში იმყოფებიან და ღონისძიების ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

“ყველა შესაბამისი ინფრასტრუტურული სამუშაოები , რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა დასრულდა. ქუჩებში გამოვფინეთ სახელმწიფო დროშები. დღესაც მოხდება სატესტო რეჟიმით ქვემეხების გასროლა. ხვალ , ინაუგურაციის დღეს კი ოთხი ქვემეხიდან ერთროული გასროლა მოხდება,ქალაქი მზადყოფნაშია არის ისტორიული დღისათვის”- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ხვალ დილიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილება შეზღუდული იქნება, გამკაცრდება ასევე უსაფრთხოების ზომები.

თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები ვიცეპრემიერები , მოქმედი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები.

რიგით მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს, საზეიმო მიღება თელავის თეატრში გაგრძელდება. .

Comments
Loading...