- Advertisement -

თელავში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება

აღნიშნული მიზეზით სწავლა ორი დღეა შეწყდა თელავის #3 საბავშო ბაღში.

-„ორი დღეა რაც ბუნებრივ აირზე რაბილიტაცია მიმდინარეობს. წნევა ძალიან დაბალია და ავარიულად რთავს გათბობის ქვაბს. მოხდა ახალი მრიცხველის დაყენება. გუშინ გვიან დაამთავრეს სამუშაოები და ხაზის შემოწმების დროს წნევა ისევ ძალიან დაბალი იყო. ახალ ხაზზე გადააერთეს და ველოდებით ქვაბის სატესტო გაშვებას, ეყოფა თუ არა წნევა. ვერ გეტყვით როდის განახლდება პროცესი, ჩვენ თელავგზზე ვართ დამოკიდებული,“-განაცხადა თელავის ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ია ლუარსაბაშვილმა.

კომპანია ,,სოკარში,, განმარტავენ, რომ რუსთაველის, გუდიაშვილის, თამარ მეფის, ინგოროყვას, გორგასლის, ქიაჩელის, რობაქიძის და თოდრიშვილის ქუჩებზე დაბალი წნევაა და პრობლემის მოგვარების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები.

Comments
Loading...