თელავში, ნადიკვრის პარკის სრული პერიმეტრი სათვალთვალო კამერებით გაკონტროლება

ამის შესახებ “აიპრესს” თელავის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები განთავსდება,რადგან საკმაოდ ხშირია ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევები.

“მოგეხსენებათ, ვიწყებთ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ტენდერს მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოვაცხადებთ ორი მიმართულებით, ეს არის სცენის და მის მიმდებარედ გასახდელების მოწყობა და მეორე, პარკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები. ვიმედოვნებთ რომ რეაბილიტაციის დასრულებას სეზონის გახსნამდე მოვასწრებთ”- განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშივილმა.

მისივე ინფორმაციით, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციისთავის 390 ათასი ლარია გათვალისწინებული.

Comments
Loading...