თელავში, საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობას თემო საჯაია, ვერიკო ტურაშვილი და ჯგუფი “Sparkle” მიიღებენ

ახალი წლის შესახვედრად თელავში თითქმის ყველაფერი მზად არის.
ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, საზეიმო გალა კონცერტი თელავის მთავარ მოედანზე ზუსტად 21:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები თემო საჯაია, ვერიკო ტურაშვილი და ჯგუფი ,,Sparkle,, მიიღებენ.

კონცერტს კი ფოიერვერკი დაასრულებს. საახალწლო კონცერტი თელავის მერიას 28 ათას ლარამდე დაუჯდება

Comments
Loading...