თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა.

მედიკოსების ინფორმაციით, სამივე მათგანს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული და ამ ეტაპზე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...