თელავში, სოფელ კონდოლში მუხის ხეებს მასიურად ჩეხავენ

თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ კონდოლში, ჭალის ტყეში მუხის ხეები მასიურად იჩეხება
ხეების ნაწილი ტყიდან გატანილია, ნაწილიც ჯერ კიდევ ადგილზეა.

კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით CENN კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთაბრობო ორგანიზაციების ქსელის კახეთის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი განმარტავს, რომ კონდოლის ტყეში გაჩეხილია 60-დან 300 წლამდე ასაკის საღი ენდემური ჯიშის ხეები . სუხიტაშვილის ამის მიზეზად კანონის აღსრულებაში არსებულ პრობლემები მიაჩნია.

“მე ვნახე კონდოლოს ჭალაში მოჭრილი 1,5 დიამეტრის მუხა, ხე ამხელა რომ გაიზარდოს სავარაუდოდ 300 წელი მაინც სჭირდება. სანამ.საზოგადოებაში პრიორიტეტული არ გახდება ტყეების გადარჩენის საკითხი და მომავალ თაობებს არ ავღზრდით, იმ შეგნებით,რომ ტყის გაჩეხა დაუშვებელია, ასეთი ფაქტები საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს”- აცხადებს სუხიტაშვილი.

კახეთის სატყეო სამსახურის მთავარი მეტყევის იოსებ ტურაშვილის ინფორმაციით, ჭალების ტყის გაკონტროლებას ართულებს ის ფაქტი, რომ მისი გაჩეხვა უმეტესად ღამის საათებში ხდება.
მისივე თქმით, კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის უკანონო ჭრებთან დაკავშირებით სატყეო სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

,,საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებული გვაქვს, შესაბამისი მასალებიც გადაგზავნილია გამოკვლევებისთვის. მოგეხსენებათ, ჭალის ტყე სპეციფიურად საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ყველა მხრიდან არის გასასვლელი და შესასვლელი ტყეში და ძირითადად უკანონო ჭრები ღამით ხდება ხოლმე,,- განუცხადა ,,აიპრესს,, იოსებ ტურაშვილმა.

Comments
Loading...