თელავში, ქრისტეშობის დღესასწაულს “ალილოს” მსვლელობით აღნიშნავენ

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა, მსვლელობა ქალაქის სკვერიდან დაიწყო და წმინდა ილია მართლის მემორიალამდე ყვარლის მთავარი ქუჩა მოიცვა.

ალილოს მსვლელიბაში სასულიერო პირები,მგალობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საზეიმო მსვლელობა “ნეკრესის ახალგაზრდული ცენტრის” ორგანიზებით და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვარის, მეუფე სერგის ლოცვა- კურთხევით ჩატარდა.

შეგროვილი შემოწირულობა დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

Comments
Loading...