- Advertisement -

თელავში ყოფილი სასტუმროს “ინტურისტი” შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

12 სართულიანი შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული, თელავის ერთ- ერთ სავიზიტო ბარათად მიჩნევა. თუმცა უახლოეს მომავალში მისი დემონტაჟის შემდეგ, კომპანია m2 ახალი 5 სართულიანი სასტუმროს აშენებას დაიწყებს.

“სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტები ღვინის თემატიკა და გასტრონომია იქნება. ახალი სასტუმროს არქიტექტურული იერსახის თელავის არქიტეტურულ მახასიათებელთან შესაბამისობა იქნა გათვალისწინებული და იტალიელი არქიტექტორის, მიქელე დელუკის პროექტით შეიქმნა მაკეტი” – აცხადებენ m2- ში.

პროექტის მიხედვით, ახალი სასტუმრო 130 ნომრიანი იქნება , ორი საცურაო აუზით ,განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაცული იქნება სასტუმროს შენობის ქვეშ არსებული ვახვახიშვილების უნიკალური მარანი.

ახალი სასტუმროს მშენებლობითვის დაახლოებით 13 მილიონი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.

Comments
Loading...