თელავში, 103 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცათ

თელავში ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ 103 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ.

გადაწყვეტილება მოსახლეობას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვულმა და პარლამენტის წევრმა, ისრაკლი სესიაშვილმა გააცნეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინებში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველთა ოჯახებიც, მათ ბინების საკუთრებაში გადაცემის მიუხედავად სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ. ასევე, შეიქმნება ამხანაგობები,ქალაქის მერია ისევე როგორც სხვაგან,აქაც იზრუნებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასუფთავებაზე და ა.შ. ” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ბინების დაკანონებას რამდენიმე წელი ითხოვდა.

Comments
Loading...