- Advertisement -

თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„აგვისტოს ომი არის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დავკარგეთ, ბევრი ჯარისკაცი. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკით ეცდება გააერთიანოს ეს ქვეყანა. „ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე დაღუპული კაპრალის თეიმურაზ ბერიძის ოჯახის წევრებს შეხვდა და გაესაუბრა. ჯარისკაცს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 19 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.

Comments
Loading...