თორნიკე რიჟვაძე ბრატისლავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ბრატისლავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთან იურაი მაიტანთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი იურაი პივოვარჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ დონეზე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. დაისახა კონკრეტული გეგმები, რაც ქართული და სლოვაკური კომპანიების ბიზნეს თანამშრომლობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა სლოვაკეთში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგული კამპანიის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს. დაისახა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების გზები.

შეხვედრაზე სლოვაკეთის ტურისტულ გამოფენაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობის ინიციატივაც გამოითქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

Comments
Loading...