თორნიკე რიჟვაძე და ალექსანდრე დავითაძე ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე დავითაძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტებმა კი, თავის მხრივ, წარმოადგინეს განათლების სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა.

მოწვეული სტუმრები გაეცნენ ახალგაზრდების ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და მოისმინეს სამი ქედელი ახალგაზრდის გამოცდილება თუ როგორ მოხვდნენ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით.

შეხვედრის შემდეგ, ქედის მუნიციპალიტეტის ცხრა წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...