თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს და ვიცე პრეზიდენტს პედრო ქალადოსს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და რეგიონალურ დონეზე წარმატებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ არსებობს შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პორტუგალია მზად არის საქართველოს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიელ ვიზიტორთა რიცხვი ქვეყანაში 35 % ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ უკვე გამართა შეხვედრა მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომესსთან, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021 წლის World Travel Award-ის დაჯილდოების ცერემონიალის ბათუმში ჩატარების შესახებ.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

Comments
Loading...