თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრიჩეკს შეხვდა.

ჩეხმა დიპლომატმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები მრავალი მიმართულებით. ძირითადად საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს. ასევე საინვესტიციო პროექტებს. კერძოდ, ქობულეთში Green Resort-ის მშენებლობას, რომელიც ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური პროექტია და ხაზს უსვამს მხარეებს შორის ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს.

Comments
Loading...