თორნიკე რიჟვაძე: ძალიან მალე დავიწყებთ მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის განვითარებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ “აიპრესთან” მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.

როგორც თავად აცხადებს, ტურიზმი მაღალმთიანი აჭარის შეუქცევადი განვითარება გახდება. მისი თქმით, მალე მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება, ხოლო ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია.

“ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ახალი ტურისტული მიმართულებებოს მარკირებას, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის განვითარებას, იცით, რომ ხულო-ზარზმიდ გზის მონაკვეთი აქტიურ ფაზაშია და ეს ყველაფერი ჯამში რა თქმა უნდა კურორტ გოდერძთან ერთად მოგვცემს მაღალმთიანი აჭარის შეუქცევადი განვითარების საფუძველს”, – განაცხადა “აიპრესთან” აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

Comments
Loading...