თუშეთის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო

კახეთის გუბერნატორის თქმით, საგზაო დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ფირმა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თუშეთის გზა დროულად გაიხსნას.

“გზების დეპარტამენტი თავის კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, უკვე იცით რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობენ ფშაველი-ლეჩური და აბანოს და თუშეთის გზის მომართულებით. მუშაობენ, რომ თუშეთის გზის რაებილიტაცია მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს, სტიქიის მძიმე შედეგების გათვალისწინებით. ვფიქრობ, რომ ალბათ მინიმუმ ერთი თვე იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც გვაქვს განსაკუთრებით ზემოთაც აბანოს მიმართულებით იქნას დაძლეული. თუმცა უკვე შესაძლებელი ხდება, რომ ცხვრის ფარის გადარეკვები მოხდეს, რაც ძალაინ მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის და მეცხარეებისთვის.გარდა ამისა, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფენების პროგრამა გაგრძელდება, სანამ გზა არ იქნება გახსნილი, რათა მოსახლეობამ შეძლოს ტვირთის გადატანა და მგზავრობა თუშეთის მიმართულებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Comments
Loading...