თუშეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

აიპრესის” ინფორმაციით, „ჯიპის“ ტიპის ავტომობილის მგზავრებიდან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, დაშავებული მამაკაცი კი ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

როგორც “აიპრეს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...