- Advertisement -

ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ქალაქ ყვარელში ილიაობა აღინიშნება

ილიას ტბაზე მოწყობილ საფესტივალო ქალაქში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ შემოდგომის თემაზე მოეწყო გამოფენა, ასევე პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში წარმოდგენილი იყო მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, მოეწყო სპორტული და კულტურული ღონისძიებები. სახალხო დღესასწაულზე დასახელდნენ საპატიო ყვარლელებიც.

ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ჩექინ ინ ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა.

Comments
Loading...