- Advertisement -

იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ ბაღდათში “კენკროვანი კულტურების“ განვითარების შესახებ შეხვედრა გამართა

იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძომ, დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ,,კენკროვანი კულტურების“ განვითარების შესახებ ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა. იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნულ პროექტზე მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე და სოფლის მეურნეობის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი ,,დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევს.
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

Comments
Loading...