- Advertisement -

იმერეთის გუბერნატორი საჩხერეში 2019 წლის მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიადი შალამბერიძე 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და   საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან, მერის პირველ მოადგილე კობა ქიმაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩხიკვაძესთან ერთად გაეცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურული პროექტებს.

სოფელ პერევში, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს, შუკაკიძეებისა და ტოროშელიძეების უბნებში, 2 საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოები სრულდება წინსწრებით, ხიდების მშენებლობის  თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაა გამოყოფილი და 202 000 ლარს შეადგენს. 2400 მეტრზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი სოფელ პერევში, სარიტუალო დარბაზიდან ე.წ. ,,ბლოკპოსტისაკენ მიმავალ გზაზე.

რკინა-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჩიხაში. აღნიშნულ გზაზე 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოები სრულდება წინსწრებიათ, გზის საფარი 1000 მეტრზე მოეწყობა. პროექტის დაფინანსების წყარო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდია და 298 000 ლარს შეადგენს.

ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ჩიხა, სხვიტორი, ზედა და ქვედა ორღულის სასმელი წყლის სისტემების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 7 500 000 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ 4 სოფლის 1500 მდე ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

სოფელ არგვეთში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.   ბაღი 2 ასაკობრივი ჯგუფის 70 ბავშვზეა  გათვლილი. უახლოეს პერიოდში მოხდება საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვა.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

 

Comments
Loading...