იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან სოფელ ჭოგორნის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობა კვლავ გააპროტესტა

“არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს”-ამ მოწოდებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარში მცხოვრებლები, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია მოსახლეობასთან ახლოს ნაგვსაყრელის მოწყობა.
მათივე განმარტებით აქციის მონაწილეების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს მიიღებენ.

“თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პერმანენტულ აქციებს გავმართავთ, შიმშილობას დავიწყებთ, ტერიტორიაზე ტექნიკას არ შევუშვებთ.
დაუშვებელია დასახლებულ პუნქტთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა. არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვეტყვიან, რომ იქ ნაგავსაყრელი არ აშენდება, სხვა ყველა პასუხი მიუღებელია. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივებმა აქცია ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრული ადგილიდან დაიწყეს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამდე მსვლელობით მივიდნენ, რის შემდეგაც მყარი ნარჩენების მართვის ოფისისაკენ გადაინაცვლეს.

Comments
Loading...