ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდა. მინისტრმა ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მათ ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა.

ოქროს და ვერცხლის მედლები ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის 14 კურსდამთავრებულს გადაეცა, რომლებიც დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები არიან.

Comments
Loading...