იპოთეკით დაზარალებულებმა პროტესტის ნიშნად ბათუმში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

იპოთეკით დაზარალებულთა პროტესტი ვაჟა ფშაველას 147 ნომერში ჩანიშნულ გამოსახლების პროცესს მოჰყვა. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა მიქელაძეების ოჯახმა კერძო მევახშეს არაერთხელ შესთავაზა ნასესხები თანხის ორმაგი რაოდენობა, თუმცა მევალე მხოლოდ უძრავი ქონების, ანუ სახლის დათმობას ითხოვს.

ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სხვა იპოთეკური სესხის მქონე პირები, რომლებმაც სოლიდარობის მიზნით იქვე მდებარე ბაგრატიონის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს და ხელისუფლებას დანაპირები დაბალპროცენტიანი გრდძელვადაიანი სესხები შეახსენეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ცენტრალური მაგისტრალიდან მალევე გაიყვანეს.

Comments
Loading...