ირაკლი ღარიბაშვილი: მე მინდა ზუგდიდელებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში პარტიის მიერ შერჩეულ კანდიდატებზე ისაუბრა.

ბატონო ირაკლი თქვენ თბილისის და ზუგდიდი კანდიდატის შერჩევაში არ მიგიღიათ მონაწილეობა?

“მე მინდა ზუგდიდელებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში, იმიტომ რომ მართლა ის რაც მოვყევი ეს აღმაშფოთებელია . წარმოიდგინეთ ორი წელი იქ არ მომდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები არადა ეს არის ელემენტარული პრობლემები , რომელიც მერმა , ნორმალურმა მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს ხუთ წუთში.ამაზეა საუბარი, სხვა არაფერი. აი წარმოიდგინეთ , რომ არის რეგიონები და ოლქები სადაც მსგავსი ტიპის პრობლემებისგან არის გაფუჭებული განწყობები. ამიტომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პარტიაში , ამ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ რეგიონების მიმართულებით გააქტიურებას, მე მაქსიმალურად ჩავერთვები რეგიონებში , პირველ ეტაპზე მე მინდა რომ . ასეტი გადაწყვეტილებაა პარტიის ხელმძღვანელის , რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსახლეობას.ყველა თვითმმართველობების მმართველებმა იქ უნდა იგრძნონ ანგარიშ ვალდებულება ხალხთან პირველ რიგში. მე მინდა ყველას შევახსენო, ამ შემთხვევაში აქაც დროულად , რომ რა თქმა უნდა წყარო ძალაუფლების მათი წყარო არის ხალხი, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ ვინც დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოგვცა მანდატი მოსახლეობამ. ამიტომ ზოგიერთ ოლქში მე მესმის ხმები, რომ ზოგმა დაიჯერა , რომ ისინი არიან ხელშეუხებლები.გააფუჭებენ თუ გააკეთებენ პასუხს არავინ არ მოსთხოვთ ასე არ იქნება. ასე აღარ გაგრძელდება უბრალოდ მე მინდა წინასწარ ეს დავაანონსო. ჩვენ ყველა რაიონში მაქსიმალურად გავააქტიურებთ მუშაობას. პარტიის მუშაობას და პარტია იქნება მაკონტროლირებელი ადგილზე სიტუაციის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ.

ეს ხომ თვითმართველობებია მანც ასეთი ცენტრალიზებული ჩარევა ამაში, თუ პარტიის დონეზე?

მე პარტიის დონეზე ვამბობ , მაგრამ რა თქმა უნდა პარტია აკომპლექტებს საკრებულოს და მერიც.მერის კანდიდატები არის პარტიის მიერ შერჩეული . ჩვენ რა თქმა უნდა ხალხთან ერთად.მე არ ვაპირებ , რომ აქ მხოლოდ პარტიული შიდა დისციპლინა დავამყაროთ , რა თქმა უნდა ხალხთან ერთად გავაკონტროლებთ თითოეულ რაიონში და რეგიონში მუშაობას და მათ ეფექტიანობას.გვექნება კოორდინაცია ცენტრალურ მთავრობასთან.

Comments
Loading...