კასპის მუნიციპალიტეტში მინი-ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტში 17 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა რაიონის პირველობა მინი ფეხბურთში.

ტურნირში ონაწილეობდა 16 გუნდი, მათ შორის 10 სოფლების გუნდი. 8 ოქტომბერს ფინალში ერთმანეთს შეხვდა კასპის სამი გუნდი. პირველი ადგილი, თასი და 500 ლარი მოიპოვა „ქეჩარუხი“-ს ფეხბურთელთა გუნდმა, მეორე ადგილი და 300 ლარი „ნატბეურა“-ს, ხოლო მესამე ადგილი და 200 ლარი „ქარწისი-ს გუნდმა“.

სპეციალური პრიზები გადაეცათ საუკეთესო მეკარე დავით პარკაძეს , საუკეთესო მცველს ბექა გზირიშვილს, ტურნირის ბომბარდირს ტარიელ ღვიინიაშვილს (11 გოლი), საუკეთესო ფეხბურთელს გირგი დაბრუნდაშვილს.

ტურნირი ითვალიწინებდა ფეხბურთის განვითარებასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

ტურნირის ინიციატორები და მხარდამჭერები: კასპის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის სპორტის დაწესებულებების გაერთიანება და საფეხბურთო სკოლა.

Comments
Loading...