- Advertisement -

კასპში იორამ იმედაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა

დღეს გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, კასპელი მხატვრის იორამ იმედაშვილის პერსონალური გამოფენა „ქსნის ხეობა“ გაიმართა.

წარმოშობით ქსნის ხეობელმა მხატვარმა, თავისი შემოქმედების დიდი ნაწილი ამ ხეობას მიუძღვნა. ტილოებზე მხატვარმა ხეობის ისტორიული ძეგლები და ბუნება გადაიტანა და კასპელ მაყურებელს წარმოუდგინა. გამოფენის დათვალიერება მუზეუმში ორ კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

Comments
Loading...