- Advertisement -

კასპში, კასპელ შემოქმედ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, კასპელ შემოქმედ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე გამოტანილი იყო ულამაზესი ნახატები, თექა, ნაქსოვები, ნაქარგები რომელმაც დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა. 

ნამუშევრების ავტორებიდან ბევრი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ ისინი დროს მაინც პოულობენ საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.

შემოქმედ ქალებს მიესალმნენ და მომავალი წარმატებები უსურვეს მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის და მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელებმა.
ეწვიეთ ქალთა ნამუშევრების გამოფენას, რომლის დათვალიერებაც ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი. 

Comments
Loading...