კახეთის გუბერნატორი: საბანკო სექტორი მზადაა დაზარალებულ ფერმერებთან ინდივიდუალურად იმუშაოს

კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში ბრიფინგი გამართა. გუბერნატორმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და გაანცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული გლეხების და ფერმერების საქმის შესწავლა და მათთვის შეღავათების გაკეთება ინდივიდუალურ დონეზე მოხდება.

“გვქონდა შეხვედრა საქართველოში ფუნქციონირებად საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმული იქნა მზადყოფნა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ყველა ის იაფი აგროკრედიტის მომხმარებელი, რომლებიც არიან ჩვენ რეგიონში და რომელსაც შეეხო კონკრეტულად სტიქია, ბანკები მზად არიან, რომ მათთან, თითოეულთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაიარონ ეს საკითხი. იმიტომ რომ თიითოეული მომხმარებლის ქეისი არის ინდივიდუალური და მათი მოთხოვნებიც იქნება ასევე ინდივიდუალური. ამ შეხვედრამ შეიძლება ითქვას, რომ თავის მიზანს მიაღწია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა

Comments
Loading...