კახეთის გუბერნატორი: სათავე ნაგებობების აღდგენამდე, მოსახლეობა წყალს ავტოცისტერნებით მიიღებს

“ზარალის შეფასებაში ეს ერთ-ერთი პირველი ამოცანა არის, მაგაზე თანხა გამოიყოფა და ამ შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტი დაიწყებს იმ დაზიანებული სათავე ნაგებობების აღდგენას. სანამდე ეს არ აღდგება, მოსახლოებას როგორც აქამდე მიეწოდებოდა წყალი სპეციალური ავტოცისტერნის საშუალებით, ეს პროცედურა გაგრძელდება”, –
ამის შესახებ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ცნობისათვის, სტიქიამ სასმელი წყლის სათავე ნაგებობები თელავის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ლეჩურში, ფშაველას და ლალისყურში დააზიანა.

Comments
Loading...