კახეთის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან

ამის შესახებ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ მუნიციპალიტეტები მთავრობას შესაბამისი ფულადი ფონდის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ.

“სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ გვქონდა კიდევ წვიმა და დღეიდან უკვე ამინდები გამოვიდა, რაც საშუალებას გვაძლევს რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვაწარმოოთ სამუშაოები. მუნიციპალიტეტები ეხლა მუშაობენ იმაზე, რომ აღრიცხონ თუ რა ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ მათ. გამომდინარე აქედან,მთავრობის წინაშე წარსდგებიან უკვე ზარალის შესაბამისი ფონდის გამოყოფის მიზნით.

ამავდროულად,სადაც საჭირო არის რომ მძიმე ტექნიკა იქნეს გამოყენებული, იციან კონტრაქტორი ორგანიზაციები,მათთან აფორმებენ ვისაც ესაჭიროება სწრაფ ხელშეკრულებებს და ამაზე სპეციალური თანხები არის გამოყოფილი, რომ ის გადაუდებელი სამუშაოები შეასრულონ, რაც ამ ეტაპზე არის აუცილებელი.,, – განაცხადა ქადაგიშვილიმა.

Comments
Loading...