კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

Comments
Loading...