კვარიათში მოსახლეობამ უნებართვო ბუნგალოების აღება გააპროტესტა

ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების ნაწილმა ბათუმის მერიის ის გადაწყვეტლება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც სანაპიროზე უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოხდება. შეკრებილების განცხადებით, ისინი დემონატს არ დაუშვებენ, რადგან საზაფხულო ბიზმესი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

აქციის ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. ოპოზიცია ვარაუდობს რომ სანაპირო ზოლით ბერა ივანიშვილია დაინტერესებული.

„არანაირი დემონტაჟი არ მოხდება. აქციები გაგრძელდება და ტერიტორიას არ დავთმობთ. კანონით ვმოქმედებდით, ყოველ წელს ცხადდებოდა ტენდერები, ვღებულობდით მონაწლეობას და ობიექტებს არსებული მდგომარეობით ვამუშავებდით. ეხლა გამოგვიცხადეს, რომ ვართ უკანონოდ და უსაბუთოდ. ინფრაქტსრუქტურა ჩვენ მოვაწყვეთ. არ იყო ზღვისპირა განათებები და ჩვენ ვანათებდით, მოვაწყვეთ საპირფარეში, ჩვენ ვასუფთავებდით ტერიტორიას. გვაქვს დიდი საბანკო ვალდებულებები, ველოდებით ზაფახულს. ჩვენს უკან არინ ოჯახები, რას გვიპირებენ? “- განაცხადა ნონა აბაშიძემ

მერიამ გონიო-კვარიათში ობიექტების მეპატრონეები 13 მარტს გააფრთხილა. გაფრთხილების მიხედვით სანაპირო ზოლი 5 დღეში უნდა გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი დაჯარიმდებიან, ხოლო ობიექტების დემონტაჟს შესაბამისი უწყებები განახორციელებენ. ტერიროტიას მერია სეზონურად აუქციონზე გაიტანს, ესკიზი კი ერთიანი კონფცეფიის გარფლენში მოექცევა.

ბათუმის მერიამ უკვე მოახდინა დემონტაჟი ბათუმის სანაპირო ზოლზე უკანონო ნაგებობების.

Comments
Loading...