ლატარია: დატოვებს თუ არა პარტია კონსერვატორებს ნანა კოსტავა, ამაზე პარტია იმსჯელებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს რომ ნანა კოსტავა პარტია კონსერვატორებიდან გარიცხონ. ლატარიას თქმით აღნიშნულის შესახებ ის უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გმობს ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას და დეპუტატს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

“კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას იმ ცნობილ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი, მოხდება მსჯელობა ამ საკითხზე და გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან პარტიის ლიდერები იმსჯელებენ”- განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

Comments
Loading...