ლენტეხში ადგილობრივები “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ

ლენტეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით ჰესი ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის სვანეთს, მოსახლეობა კი გადასახლების წინაშე დადგება.

დღეს ლენტეხში, ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვის ჩატარება იგეეგმება, ადგილზე ელოდებიან სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. ადგილობრივებმა ჩაკეტეს იმ შენობის ეზოს ჭიშკარი სადაც განხილვა უნდა ჩატარდეს და აცხადებენ რომ ისინი განხილვის ჩატარების უფლებას მათ არ მისცემენ.

პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინცინდენტსაც ქონდა ადგილი.

Comments
Loading...