მალე, წყალტუბოს სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება

წყალტუბოს სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება. სპორტის სასახლის დათვალიერებისას წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, რომ შენობა, რომლის რეკონსტრუქცის პროექტი 2012 წელს განხორციელდა სახურავის შეცვლასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მთლიანად შეიცვლება სახურავი და მოგვარდება ყველა არსებული პრობლემა. ახალი სასწავლო წლიდან წყალტუბოელი სპორტსმენები კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. განახლებულ სპორტის სასახლეში გაიმართება როგორც რესპუბლიკური, ასევე საერთაშორისო ტურნირები და შეჯიბრებები”,- აცხადებს პარლამენტარი ცოტნე ზურაბიანი.

წყალტუბოს სპორტის სასახლეში ამჟამად ფუნქციონირებს 4 კლუბი და 9 სექცია, რომელშიც გაერთიანებულია 440 სპორტსმენი.

Comments
Loading...