მანუჩარ ჩხეტია: არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია!

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ენმ ერთ-ერთი აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიასთვის ბრალის წარდგენაზე დღეს იმსჯელებს. როგორც ჩხეტიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება

“ჩემზე ხორცილდება პოლიტიკური დევნა, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია”, – განაცხადა ჩხეტიამ.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში პოლიციამ ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე, პრესამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია.

Comments
Loading...