- Advertisement -

მეოთხე დღეა სამართალდამცავები საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოდან მოტაცებულ არასრულწლოვანს ეძებენ

მეოთხე დღეა სამართალდამცავები საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოდან მოტაცებულ არასრულწლოვანს ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა სამართალდამცავები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან მოტაცებულ არასრულწლოვანს ეძებენ სამართალდამცველებმა და ოჯახმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

-„ბიჭის ოჯახისგან დავადგიენთ ის, რომ გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით არის მოტაცებული. როცა გამოჩნდებიან, დეტალებს ალბათ მერე გავიგებთ. პოლიციაც ეძებს და ჩვენც, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ. არ ვიცით, გოგონას უყვარდა თუ არა, ნეტავ თავადაც უყვარდეს და ჩვენ პრობლემა არ გვექნება. ბიჭის ოჯახიც იძახის, არ ვიცით სად არიანო.“- აღნიშნა გოგონას ბიძამ, ქაზანფარ მამედოვმა.

ცნობისათვის, იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა 12 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. დანაშაული 7დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...