- Advertisement -

მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის “ოცნების” საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა დატოვოს

აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს მსჯელობა "ქართული ოცნების" გენერალური და აღმასრულებელი მდივნებისა და ადგილობრივ პარტიულ აქტივისტებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრება ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თავად მერაბ ჭანუყვაძეც, რომელმაც გურიის გუბერნატორის თანამდებობა კვირის დასაწყისში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაგეთეს. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კი განმარტავს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის საკითხზეც. აღნიშნულ თანამდებობა მერაბ ჭანუყვაძემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიკავა.

Comments
Loading...