- Advertisement -

მერაბ ჭანუყვაძე “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება

გურიის ყოფილი გუბერნატორი არ აკონკრეტბს მიზეზს, რის გამო დატოვა აღნიშნული თანამდებიბა. თუმცა მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება. 

დღეს იგი რეგიონული ორგანიზაციის წევრებთან მმართველი პარტიის ლიდერების შეხვედრას ესწრება:

"ამ მიმართულებით არ ყოფილა არანაირი განხილვა და დისკუსია ჩემი გადადგომის შესახებ, ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო, ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, იყო საკრებულოების წევრებთან, აქტივთან შეხვედრა, საუბარი მოახლოებულ არჩევნებზეც იყო. მე ვრჩები გუნდში, ამის შესახებ ადრეც გავაკეთე კომწნტარი და გავაგრძელებ საქმიანობას"-განაცხადა მერაბ ჭანუყვაძე

ჭანუყვაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტები გახდა.

Comments
Loading...