„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტი დეკემბრის თვეში შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს 6 ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

მუნიციპალიტეტმა ვალდებულება აიღო შეიმუშაოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა. აღნიშნული გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოე ივანიაძე. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით შეირჩა საპარტნიორო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შემუშავება

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- ინიციატივის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ყურადღება გამახვილდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტეციალზე, ასევე არსებული ბიზნესის პრობლემებზე, რომლის იდენტიფიკაციაც აუცილებელია გეგმის შემუშავებისათვის.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელედება.

Comments
Loading...