- Advertisement -

მეუფე გერასიმე: ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ

ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ხე-ტყის განადგურება ხდება და სწორედ ამიტომ უნდა გადაეცეს ეკლესიას, რომ მომავალ თაობას შემოუნახოს.

მისივე თქმით, იმ ტყეზეებზე საუბარი, რომელიც მონასტრების ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს.

“ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას.თქვენ ხედავთ როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცა ეს დიდი საუნჯე და ქვეყნის ფილტვები.

ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ.
აქ იმ ტყის მასივზეა საუბარი, რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს.სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იგივე პრივილეგიებით სარგებლობენ. საქართველოს ეკლესიას გააჩნია უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი რომ მათ კომფესიებს აქვთ საქართველოში ? არსად არ ხდება ისე როგორც საქართველოში? საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ამ მეთოდით ხელისუფლება ეკლესიის გული მოიგოს საარჩევნოთ, ზუგდიდელმა მიტროპოლიტმა ასე უპასუხა -არჩევნებამდე ძალიან ადრეა და ადამიანი ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ამით გული მოიგოს.

Comments
Loading...