- Advertisement -

“მთავრობა სარდაფში” – სახელწოდებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში აქცია გამართა

აჭარის მთავრობის სახლან ოპიზიციის დეპუტატები შეიკრიბნენ და ხელისუფლების არაფრომალური მმართველობა დაგმეს. მათი განმარტებით ქვეყანა სარდაფებიდან იმართება და ამის მაგალითად გუშინ გავრცელებული ყოფილი პოლიციელის მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები დაასახელეს, სადაც იგი სხვადასხვა საქმეზე ძალადობით მოპოვებულ მოწმეებზე საუბრობს. ოპოზიციის მტკიცებით მოსახლეობამ ხელისუფლებას განაჩენი არჩევმენზე უნდა გამოუტანოს.

“გუშინელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ მთელი 6 წლის განმავლობაში ვსაუბრიბდით. ფარული ჩამაწერები არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება და ქვეყანა იმართება სარდაფებიდან. 90 წლებში დაბრუნდა ქვეყანა, ამიტომ 28 ოქტომბერი უნდა იყოს განაჩენის გამოტანის დღე,”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მირდატ ქადამაძე.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის მთავრობის სახლთან 41 კაციანი სია მიიატნა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები ახალი ხელისუფლების პირობებში საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.

Comments
Loading...