- Advertisement -

მიუნხენში სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენა IFAT 2018-ში “ბათუმის წყალის” წარმომადგენლები მონაწილეობენ

გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მოწვევით, „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე ტექნიკური სამსახურებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მიუნხენში, გერმანიაში სამშენებლო ტექნოლოგების გამოფენა IFAT 2018-ში იღებენ მონაწილეობას. 

გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოში აღიარებული წყალმომარაგების, წყალარინების და ნარჩენების მართვის სფეროში მოღვაწე კომპანიები მონაწილეობენ. 

გამოფენაზე 14-18 მაისის ჩათვლით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში მოღვაწე კომპანიები უახლესი მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ პანელ-დისკუსიებს და პრეზენტაციებს გამართავენ. 

გამოფენას მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან 3300-ზე მეტი კომპანია და დაახლოებით 135 000 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება.
 

Comments
Loading...