მოზარდი, რომელიც რაჭიდან ქუთაისში გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს, გარდაიცვალა

ერთი თქვის წინ რაჭიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ინტერვენციული მედიცინის ცენტში 41 დღიანი მკურნალობის შემდეგ 16 წლის ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა.

მოზარდი რაჭიდან ქუთაისში რეანომობილით გადაიყვანეს.

პაციენტის მდგომარეობის გამო ოჯახს თბილისში მისი გადაყვანის უფლება არ მისცეს.

მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა.

მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანიმობილით გადაყვანა გახდა საჭირო.

გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია.

თავდაპირველად პაციენტი ტყიბულის კლინიკაში მიიყვანეს, რის შემდეგაც საჭირო გახდა მეორე რეანიმობილის გამოძახება.

Comments
Loading...