- Advertisement -

მურთაზ ზოდელავა: ფოთში, “ოცნების“ კოორდინატორებმა დალუქული საარჩევნო სიები გახსნეს

ფოთში, “გაერთიანებული ოპოზიციის” სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით ფოთში გამოვლინდა ზუსტად იგივე დარღვევა, რაც გუშინ კრწანისის ოლქში დაფიქსირდა. კერძოდ, ზოდელავას მტკიცებით „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მხრიდან ადგილი ქონდა დალუქული საარჩევნო სიების გახსნის ფაქტს. ის საგამოძიებო უწყებებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

“საარჩევნო სიები, რომელიც უნდა იყოს ოლქში დალუქულ მდგომარეობაში, რათა გადაიგზავნოს თბილისში და რომელზეც წვდომა არ უნდა ჰქონდეს არავის ,ამ დოკუმენტების ასლები დაფიქსირდა ერთ-ერთი “ქართული ოცნების“ კოორდინატორის ,,ფეისბუქ“ გვერდზე . მან განათავსა ფოტო, სადაც ბედნიერად ზის ამ სიებთან კალმით ხელში და ამუშავებს .ეს არის პირდაპირ დანაშაული. ჩვენ მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება .რაც გუშინ კრწანისში გაკეთდა , იგივე გააკეთეს ფოთშიც. არ გამოვრიცხავთ, რომ ოლქებში ეს მოხდა სუს-ის ჩარევით და რა თქმა უნდა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარების მონაწილეობით. მოვითხოვეთ , სასწრაფოდ დაიკითხოს ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია. გაირკვეს საიდან აღმოჩნდა დოკუმენტების ასლები მმართველი პარტიის კოორდინატორებთან და რა მანიპულაციები ხდება. ეს პირდაპირ დანაშაულია. ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს,“_ აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

მომხდათან დაკავშირრბით ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ. „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში კი ზოდელავას ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს.
,,აღნიშნულ ფურცელზე ინფორმაციაა ჩვენი წევრებისა და აქტივისტების შესახებ. ეს არაა საარჩევნო დოკუმენტი, არამედ სამუშაო სიაა.”- განაცხადა „ქართული ოცნების” შტაბის წევრმა, ნიკა კორშიამ.

Comments
Loading...