მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა

მხარის რწმუნებულმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებისგან, ადგილობრივი საჭიროებების შესახებ, დეტალური ანგარიში მოისმინა. ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე. ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.

თიანეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. აშენდა საბავშვო ბაღები სოფელ სიმონიანთხევში და დაბა თიანეთში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ჟებოტისა და სოფელ ღულელების საბავშვო ბაღებს და ჟებოტის მრავალფუნქციურ შენობას. მიმდინარეობს საჯარო სკოლების კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლს დაბა თიანეთში. ასევე, ეტაპობრივად უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგება. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება 16 სოფელში უკვე დასრულდა.

„2019 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ აქტიურია. ბევრი სასიკეთო პროექტი განხორციელდა და განხორციელდება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მომავალი წელი თიანეთის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტი სიკეთისა და სარგებლის მომტანი იყოს“ – აღნიშნა შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს რეგულარულად ეცნობა.

Comments
Loading...