- Advertisement -

მძარცველის მკვლელობაში ბრალდებული ფოთელი პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ფოთელი პოლიციელი, რომელიც მძარცველის მკვლელობაშია ბრალდებული ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულ საქმეზე დღეს წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. ბრალდებულის, ადვოკატის იოსებ ჯანაშიას, თქმით მისი დაცვის ქვეშმყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავიუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.

„სასამართლომ დღეს ისვე თავი შეიკავა, პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვას სუსტი პოზიცია აქვს. დავა ამ საქმეს მოიგებსმ, რადგან ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და ის მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. დღეს დავაყენე გირაოს ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ საკითხი დავაყენე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა“, – ამბობს იოსებ ჯანაშია.

მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა 2018 წლის 21 ოქტომბერს, ჩაინიშნა, სადაც მხარეები მტიცებულებებს გამოიკვლევენ.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავამდყოფოში გარდაიცვალა. საქმეს პროკურატურა თავიდან 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა

Comments
Loading...