ნათია კაპანაძე: ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მისი იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა. ნათია კაპანაძე ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენების პოლიტიკურ სარჩულს არ გამორიცხავს. მაუწყებლის დირექტორის განცხადებით ტელევიზიამ მისი მმართველობის პერიოდში სარედაქციო დამოუკოდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება.

“ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა მიუკერძოებულობა და ობიექტურობა უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ცხადია ჩვენ ვაპირებთ, მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადიებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია პროცესები, რაც ვითარდება დამოუკოდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა”,- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

Comments
Loading...