- Advertisement -

ნათია ნაგერვაძე: აჭარის კულტურის სამინისტრო დამეხმარა შემოქმედებით განვითარებაში

ტრადიციული რეწვის მოტივირებული ოსტატი ნათია ნაგერვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული ტრადიციული რეწვის სფეროში მიმდინარე ღონისძიებებში. გარდა იმისა, რომ ნათია სოფ. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია, მას, ასევე, ეკუთვნის ნაქარგობის სახლი ,,სითვა’’, რომელიც საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. ნაქარგობის სახლში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ტრადიციული ორნამენტებით შესრულებული საუკუნოვანი ნაქარგობანი, დაესწრონ ქარგვის მასტერკლასებს, შეიძინონ თანამედროვე ხელნაკეთი აქსესუარები, რაც ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ნათია ნაგერვაძე: „2018 წელს ვმონაწილეობდი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების კონკურსში, მოვიპოვე გრანტი და ჩავერთე ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარების პროექტში, რომლის ფარგლებშიც დავათვალიერეთ აჭარაში არსებული მუზეუმები, დავესწარით ვორკშოპებს, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შეგვექმნა ტრადიციული და ამავდროულად თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ხელნაკეთი ნივთები, რა უნდა გაგვეთვალსწინებინა პროდუქციის უკეთ რეალიზაციისთვის და ა.შ. აჭარის მუზეუმებში დაცული არტეფაქტების ორნამენტების ინსპირაციით შევქმენით არაერთი თანამედროვე აქსესუარი, რაც წარმატებით გაიყიდა პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენაზე. აღნიშნულ პროექტს კი შედეგად მოჰყვა მონაწილეობა ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტში „ეთნოფესტი – 2018“ და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში. სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან დამეხმარე შემოქმედებით განვითარებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში“.

Comments
Loading...