- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობა”: ვეჯინის უბნის ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა!

“ვეჯინის უბნის ექიმის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ელმირა ბეციაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა”, – ამის შესახებ განცხადება დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის ოფისში გაკეთდა. პარტიის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებთან ელმირა ბეციაშვილისა და სოციალური მომსახურების კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჯემალ ბაღათრიშვილის საუბრის აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვეს. ჩანაწერის მიხედვით ბაღათრიშვული ელმირა ბეცჯაშვილთან საუბრისას მისი პარტიული კუთვნილების შესახებ ამახვილებს ყურადღებას.

ბრალდებას ჯემალ ბაღათრიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ექიმი სამსახურიდან ერთ-ერთი პაციენტის საჩივრის გამო გაათავისუფლეს.

“15-ში გათავისუფლდა სამსახურიდან, მიზეზი გახდა ერთერთი მოქალაქის მხრიდან საჩივრის დაწერა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო. თუ ქალბატონი ელმირა არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია სასამართლოს მიმართოს”,- განუცხადა “აიპრესს” ჯემალ ბაღათრიშვილმა.

Comments
Loading...